,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-28
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.22.027.013.590
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.013.590

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №188

2009 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №161, მუხ. 1625) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 28 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია