„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
625
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-28
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.013.579
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.579

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №625

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 350) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ვადაგადაცილებული დავალიანებების გადასახდევინებლად საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონიძიებათა განხორციელება;“.

2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ და ,,ბ2“ ქვეპუნქტები:

,,ბ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ბ2) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანების წარდგენა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკი-ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია