,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
614
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-28
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.569
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.569

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №614

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III,  29.11.07 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. სახაზინო კოდი – „2033“-ის („დღგ იმპორტირებულ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე“) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

დღგ საფოსტო გზავნილით გადაადგილებულ საქონელზე

2034

 

2. სახაზინო კოდი – „2117“-ის (საბაჟო გადასახადი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

საბაჟო გადასახადი საფოსტო გზავნილით გადაადგილებულ საქონელზე

2118

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ოქტომბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია