„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
495
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2009-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-02
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.42.047.013.504
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.504

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №495

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „რ” ქვეპუნქტის შესაბაბისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 12 აპრილის №179 ბრძანებაში (სსმ III, 17.04.2006წ., №53, მუხ.655) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1);”.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     აპარატის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.”.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. აპარატის უფროსის მოადგილეების კომპეტენცია

1. აპარატის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობას აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული საზედამხედველო სფეროების მიხედვით.

2. აპარატის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, აპარატის უფროსის წარდგინებით, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც მოქმედებს აპარატის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.“.

    მუხლი 2 

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ო. ქველიძე

კრებსითი — სრული ვერსია