,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-18
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.766
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის       17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში (სსმ III, 2005წ., №33, მუხლი 330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ბ.ა. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) სოციალური აგენტი – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;“;

ბ.ბ. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია