,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
7/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.037.013.422
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.037.013.422

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №7/ნ

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მაისის №6/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულებაში (სსმ III, 07.05.2009წ., №55, მუხ. 632) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

ბ) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, რის თაობაზეც გამოიცემა თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ტყეშელაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია