„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
589
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-11
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.013.404
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.013.404

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №589

2009 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანების (სსმ III, 02.08.2006, №102, მუხ. 1382) პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

,,1. საქართველოს საჯარო სკოლებში 2009-2010 სასწავლო წელს პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობა განისაზღვროს 25, ხოლო მაქსიმალური – 30 მოსწავლით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია