,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
995
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-07
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.397
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.397

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №995

2009 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 13.01.2006, №5, მუხ.37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.

დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13.

1. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს;

დ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალ-კეულ დავალებებს.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია