„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №373 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
565
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.391
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №373 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.391

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №565

2009 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №373 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,               

ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №373 ბრძანებით (სსმ III, 31.05.2007, №76, მუხ. 817) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესდების მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. ინსტიტუტი უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან.“;

ბ) წესდების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,უ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,უ1) სამეცნიერო საბჭოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

     ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია