სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.351
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №152
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის №810 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის №810 ბრძანება.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი