„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
480
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-28
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.316
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.316

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №480

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივ­ლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით (სსმ III, 08.04.05 წ., №41, მუხლი 443) დამტკიცებული დანართი №5-ის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლო­სათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებ­ში.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია