„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
476
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-31
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.307
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.307

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №476

2009 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებით (სსმ III, 05.10.07 წ., №139, მუხლი 1522) დამტკიცე­ბული დებულების მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრან­სპორ­ტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათა­ნადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბა­ჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია