„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
475
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-23
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.306
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.306

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №475

2009 წლის 23 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის                     28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენ­ტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებით (სსმ III, 05.10.07 წ., №139, მუხლი 1523) დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრან­სპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სა­თანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბა­ჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია