,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-20
სარეგისტრაციო კოდი
480.040.040.22.030.013.290
,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.013.290

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №142

2009 წლის 10 ივლისი

 ქ. თბილისი

,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

      ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ. 814) დამტკიცებული დიპლომატიური რანგის მინიჭების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლე­ბის, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შე­სა­­ბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები.“.

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს:

ბ.ა) 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.“;

ბ.ბ) 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,81. სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური თანამდე­ბობის პირის უფრო მაღალი კატეგორიის თა­ნამ­­დე­­ბობაზე გადაყვანისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი დიპლომატიური რანგი ნამსახურები წლე­ბისა და დაკავებული თანამდებობის გათვალისწი­ნე­ბით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია