„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
463
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-07
სარეგისტრაციო კოდი
040.032.000.22.022.013.264
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.264

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №463

2009 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 21.03.2007წ., №38, მუხ. 440) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 21 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ინიციატივას უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობა სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინიციატივის წარმდგენია თავად საკრებულო.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია