„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
222/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-03
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.245
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.245

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №222/ნ

2009 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების (სსმ III, 10.04.2009წ., №45, მუხ. 509) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ;

ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია