,,საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-26
სარეგისტრაციო კოდი
220.020.040.22.033.013.217
,,საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.22.033.013.217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №397

2009 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებით (სსმ III, 29.04.09, №52, მუხლი 602) დამტკიცებული წესის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიმდინარე ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულადი რესურსების გადატანა/მობრუნება ხაზინის რეგისტრებში აისახება „სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიში კომერციულ ბანკში“ ან/და „დეპოზიტები კომერციულ ბანკში“ რეგისტრებში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან მიმდინარე ანგარიშზე გადატანილი „სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიში კომერციულ ბანკში“ რეგისტრში ასახული ფულადი რესურსები აღირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალ ნაშთში, ხოლო „დეპოზიტები კომერციულ ბანკში“ რეგისტრში ასახული მიმდინარე ანგარიშზე გადატანილი ფულადი რესურსები აღირიცხება დეპოზიტებში.

5. მიმდინარე ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი რესურსების მობრუნების მიზნით ხაზინის საინფორმაციო სისტემაში იხსნება სახაზინო კოდი 302009800.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია