,,სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-131
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-22
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.013.204
,,სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.013.204

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-131

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანების (სსმ III, 27.07.2006, №99, მუხ. 1355) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო – ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო). სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

კრებსითი — სრული ვერსია