„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2119
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-01
სარეგისტრაციო კოდი
100.090.000.05.001.001.996
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მის მიერ უფლებამოსილი პირები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2119-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია