,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-23
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.715
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2007 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედ­დეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია