„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.037.012.903
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.012.903

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2009 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 11.03.2009წ., №27, მუხლი 348) დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსაფრთხოების და ტექნიკური რეგლამენტირების სამმართველო – ECMT-ის (ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის) მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემისათვის აუცილებელი უსაფრთხოების სერტიფიკატების (A და B) გაცემა/დადასტურება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადება და ტესტირების ცენტრებისათვის მათი მოთხოვნების შესაბამისად მიწოდება; საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატების გაცემა; სერტიფიცირების/დეკლარირების სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების და ასოციაციების საექსპერტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან მიერთების, გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება ადმინისტრაციისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია