,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
62/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2009-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
220.010.050.18.011.012.894
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.012.894

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №62/01

2009 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ოპერაციების ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში (სსმ III,10.09.09წ., №26, მუხლი 341) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სავალუტო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების წესებსა და პირობებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.

2. დებულების მესამე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.თითო ბანკიდან დასაშვებია ერთი განაცხადის მიღება.“.

    მუხლი 2

ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია