(ძალადაკარგულია - 31.12.19 №492)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
2009 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანდართული წესდება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №255 დადგენილების საფუძველზე.
2. სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით.
3. სასწავლო ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სასწავლო ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
მუხლი 2. სასწავლო ცენტრის მიზანი
მუხლი 3. სასწავლო ცენტრის ფუნქციები
სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება;
დ) ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება;
ე) ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;
ვ) მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა;
ზ) სამინისტროს სამოქმედო სფეროსთვის შექმნილი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
თ) სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის განახლება და ფუნქციონირება;
ი) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, პენიტენციურ დაწესებულებებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით;
კ) ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
მუხლი 4. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა
1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 5. სასწავლო ცენტრის დირექტორი
სასწავლო ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სასწავლო ცენტრს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სასწავლო ცენტრის საქმიანობას ეხება;
გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასწავლო ცენტრის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს სასწავლო ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ახორციელებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა წახალისებას (ფულადი პრემია);
დ1) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებაზე დანამატის დაწესებას;
ე) უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს ლექტორები, ტრენერები, სპეციალისტები და დაქირავებული მომსახურე პერსონალი კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;
ვ) შეიმუშავებს სასწავლო ცენტრის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს;
ზ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
თ) ხსნის და ხურავს სასწავლო ცენტრის საბანკო ანგარიშებს;
ი) ამტკიცებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებს, მათი ჩატარების განრიგს;
კ) გასცემს შესაბამის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს წარმატებით ტესტირებაგავლილ პირებზე;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის საშტატო განრიგს;
ნ) ამტკიცებს სასწავლო ცენტრის შინაგანაწესს;
ო) ანაწილებს მოვალეობებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ო1) ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირებას სასწავლო ცენტრის სხვა თანამშრომელზე;
პ) ატარებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს მუშაობის შედეგებს;
ჟ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
მუხლი 51. დირექტორის მოადგილე
მუხლი 6. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა
მუხლი 7. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
მუხლი 8. სასწავლო ცენტრის ქონება
1. სასწავლო ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
2. სასწავლო ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 9. სასწავლო ცენტრის ფინანსები
სასწავლო ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 10. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. სასწავლო ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო მაკონტოლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. სასწავლო ცენტრი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ წარადგინოს ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.
4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლო ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია
სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.