,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-17
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.023.012.790
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.012.790

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №5

2009 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №12, მუხ.147) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

1. დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია