,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.012.779
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.012.779

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №81

2009 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხ. 910) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია