,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/270
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.024.012.762
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.012.762

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/270

2009 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის    2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებით (სსმ III, 28.06.2006წ., №87, მუხ. 1162) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია