სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.756
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №39
2009 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის სახელფასო კატეგორიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №212 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №212 ბრძანება – ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის სახელფასო კატეგორიების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 7 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი