„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.747
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.747

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით (სსმ III, 2.04.2006., №58, მუხ. 768) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ე1“ ,,ე2“ და ,,ე3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ე1) უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნას;

ე2) უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში;

ე3) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნას და საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების ხელმისაწვდომობას;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან არსებულ ურთიერთობებზე.

ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია