,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-13
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.657
,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2007 წლის 1 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების, თავდაპირველ და საბოლოო საკონრაქტო ღირებულებას შორის სხვაობისა და დასრულებული ობიექტების მოვლა-პატრონობისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  № 251 -სსმ III, № 160 , 15 . 11 .2007წ; მუხ. 1771

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების, თავდაპირველ და საბოლოო საკონტრაქტო ღირებულებას შორის სხვაობისა და დასრულებული ობიექტების მოვლა-პატრონობისათვის გათვალისწინებული თანხების ეფექტიანად განაწილების მიზნით:

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  №251-სსმ III, №160, 15.11.2007წ; მუხ.1771

1. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის თანხები გამოიყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

2. გამოსაყოფი თანხის რაოდენობის განსაზღვრისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი მონაცემები და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  № 251 -სსმ III, № 160 , 15 . 11 .2007წ; მუხ. 1771

კრებსითი — სრული ვერსია