„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
960
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.012.540
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.540

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №960

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქ­ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად 2009 წლის 1 იანვრიდან ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა.“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოც­ხადდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯა­რო სამართლის იურიდიული პირების ბუღალ­ტრუ­­ლი აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცე­ბის შე­სა­ხებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია