საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
362
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2008-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2023-08-04
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.18.011.012.537
საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №362

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №215/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 45-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №168/01 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2458      

 

მუხლი 1

დამტკიცდეს კომერციული ბანკების და მიკრობანკების (შემდგომში – ბანკი):

ა)  საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის (ITRS) ფორმები – დანართი №1 და  დანართი №2-ის შესაბამისად;

ბ) ეროვნული ბანკისადმი წარსადგენი საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემის ITRS ფორმის შესაბამისი Xml ფაილის და მისი ველების მოკლე აღწერა – დანართი №3-ის შესაბამისად;

გ) ბანკის ანგარიში საქართველოს არარეზიდენტებთან ფინანსური ოპერაციების შესახებ - ფორმა №1-ის შევსების ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №168/01 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2458 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №215/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

    მუხლი 2

სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენა საქართვე­ლოს ეროვნულ ბანკში უნდა მოხდეს ელექტრონული სახით (დანართი №3-ის შესაბამისი Xml ფორმატი), ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში. დამატე­ბით დანართი №2-ის ფორმა 2(სბ) ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

ბანკებმა უზრუნველყონ ეროვნულ ბანკში წარსადგენი სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №215/04 - ვებგვერდი, 07.08.2023 წ.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 31 დეკემბრი­დან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი  დ. ამაღლობელი

 

 

                                                                                                                                     

კრებსითი — სრული ვერსია