„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-12
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.644
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №3

2007 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 28-ე და 29-ე პუნქტების საფუძველზე:

ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ბ.ა) შექმნას სალიკვიდაციო კომისია და უზრუნველყოს სხვა სალიკვიდაციო ღონიძიებების განხორციელება;

ბ.ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე გასცეს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლები (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია და სხვ.);

ბ.გ) ინფორმაცია ლიკვიდაციის დასრულების შესახებ წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია