"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1125
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.494
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.494

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების                                                მინისტრის ბრძანება №1125

2008 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და  ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1.    განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის  №246  ბრძანება.

3.    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4.    ეს ბრძანება, გარდა  მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

5.    ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.        

ნ. გვარამია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია