,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის №183 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1123
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.492
,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის №183 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.492

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1123

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის 183 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, „სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №209 დადგნილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის 183 ბრძანება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია