"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1130
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.487
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.487

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1130

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №21 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია