„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი
2008-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.19.012.012.479
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.012.479

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №10

2008 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ” დებულება (დანართი №1);

ბ) (ამოღებულია - 26.10.2011, №13);

გ) (ამოღებულია - 26.10.2011, №13);

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა:

ა) 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა ინსტრუქციების შემუშავება და დამტკიცება;

ბ) 2009 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3);

გ) უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა, ხოლო საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა – არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

31. მიკროსაფინასო ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „მირკოსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

32. ამ ბრძანების  მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში აღრიცხვის ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ №2 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge”.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

4. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ძალაში შედის 2009 წლის 1 თებერვლიდან.

5. ბრძანების პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

5. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

დანართი №1

დებულება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათ ფილიალებზე, აგრეთვე სხვა ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალებზე (წარმომადგენლობებზე) საქართველოში, საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.

3. დებულება არეგულირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:

ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

დ) მონიტორინგი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ, აგრეთვე გარიგებების (ოპერაციების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;

ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურებისთვის და გარიგების (ოპერაციის) განსახორციელებლად;

ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

მ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

ნ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირი – გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების (ოპერაციის) მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება (ოპერაცია);

ო) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ჟ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;

რ) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ლიცენზირებულია, და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება;

ს) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ტ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

უ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

    მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება არაკოოპერირებად ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული ნებისმიერი გარიგება, რომელიც გამომდინარეობს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან.

3. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება მიუხედავად თანხის ოდენობისა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ გარიგებისთვის გამოყენებული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს და საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით დადებულ/შესრულებულ გარიგებებს, რომელთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.

7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა (ოპერაციათა) ჩამონათვალი (ან მათი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა: გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, გარიგების (ოპერაციის) არსი და სხვ.), რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს სამსახურს ანგარიშგების წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სისტემის გამოყენებით სხვა პირის (მაგალითად, მისი აგენტის) მიერ, იმ შემთხვევაში თუ ეს პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ დგას აღრიცხვაზე სამსახურში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული (მათ შორის, ფულადი გზავნილებით) მომსახურებისას განხორციელებულ ოპერაციებზე (გარიგებებზე) ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

9. საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

    მუხლი 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.

2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:

ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის იდენტიფიკაცია. პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენა;

გ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;

დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების სპეციალური ფორმით;

ე) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელთა სწავლების ორგანიზება.

3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) კლიენტებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისთვის ანგარიშგების სპეციალური ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

    მუხლი 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სიდიდის მიხედვით – სპეციალური სტრუქტურული ერთეული).

2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის) ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით, აგრეთვე, თუ ეს გათვალისწინებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შინაგანაწესით, – შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციით (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – ინსტრუქციებით).

3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით, სამსახურის მითითებებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტუქტურულ ერთეულს) უნდა დაეკისროს შემდეგი ფუნქციები:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მონიტორინგის პროცესის ორგანიზება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენა, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის) და სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა, გარიგების (ოპერაციის) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და სამსახურისთვის შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება შიდა ინსტრუქციით შეიძლება მიენიჭოს როგორც მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს), აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იმ ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს;

გ) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლების კონსულტირება და სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის დროული გაცნობა;

დ) შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე წერილობითი ანგარიშის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, შიდა ინსტრუქციის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა.

5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებისგან თავისი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

    მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) ფულადი გზავნილების (ადგილობრივი და საერთაშორისო (Western Union, Money Gram და სხვა მსგავსი) სისტემებით შესრულებული ოპერაციებისას (ფულადი გზავნილების განხორციელებისას) თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

გ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ შესაბამისი (გამარტივებული ან გაძლიერებული) იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების პროცედურები. საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს).

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ ურთიერთობების დამყარება ფიქტიურ ბანკებთან. ისინი ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა გამოარკვიონ:

ა) მიეკუთვნება თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობებში მყოფი პირი (ან პირი, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიური ბანკის კატეგორიას;

ბ) აქვს თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობებში მყოფ პირს (ან პირს, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიურ ბანკთან ურთიერთობა.

6. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს (მათ შორის აწარმოოს ფულადი გზავნილების გაგზავნა ან მიღება, უცხოური ვალუტის ყიდვაგაყიდვა ბანკნოტების საშუალებით და სხვ.), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ურთიერთობის შესწავლა.

9. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ –„გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.

11. იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სრული სახელწოდება;

ბ.ბ) საქმიანობის საგანი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში);

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:

გ.ა) სრული სახელწოდება;

გ.ბ) იურიდიული მისამართი;

გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;

გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);

გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში).

12. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ, ასევე რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

13. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტის გარდა, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

131 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

14. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

15. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.

16. მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფინანსური მომსახურებით სარგებლობისთვის), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.

17. ანკეტირების პროცესის გამოყენება დასაშვებია აგრეთვე იმ პირების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართავენ ერთჯერადი ოპერაციის განხორციელების მიზნით (ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და სხვ.), ან წარმოადგენენ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე მეორე ან მესამე (თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ) პირებს.

18. თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) მამის სახელი;

ა.ბ) დაბადების ადგილი;

ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;

ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;

ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;

ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):

ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.

19. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლოს და მოიყვანოს მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

    მუხლი 61. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

    მუხლი 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი ფულადი გზავნილების განხორციელებისას საიდენტიფიკაციო მონაცემების ასახვასთან დაკავშირებით

1. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახოს ფულადი სახსრების გადარიცხვის განკარგულებაში (სწრაფი ფულადი გზავნილების განაცხადის ფორმაში).

2. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა:

ა) დასახელება;

ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი;

გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც, იმდაგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნეს თანხის მიმღებ დაწესებულებამდე.

4. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ფულადი გზავნილების სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა, გადამხდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია.

5. დასაშვებია ადგილობრივი გადარიცხვების შესრულებისას მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა. ამ შემთხვევაში გადამხდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში), მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია სამი საბანკო დღის განმავლობაში.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

    მუხლი 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) გარიგების და/ან ოპერაციის შესახებ.

2. გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც თვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებულ გარიგებებზე და შესრულებულ ოპერაციებზე, ასევე კლიენტების დავალებით შესრულებულ ოპერაციებზე და იმ გარიგებებზე, რომლებიც ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს.

3. ოპერაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ოპერაციის შინაარსი (მაგალითად, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვ.);

ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი, თანხა და ვალუტა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულდეს;

გ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს ოპერაციას (ოპერაციის განმახორციელებელი პირის);

დ) ოპერაციის მეორე მხარე (მისი არსებობის შემთხვევაში) და მისი საბანკო რეკვიზიტები;

ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტის დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის); აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;

ვ) თუ ოპერაცია სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ზ) ოპერაციის შესრულების საფუძველი – ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის დადებული გარიგების, აგრეთვე იმ გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს, რომელიც გარიგების (ოპერაციის) განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, უზურფრუქტი, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.);

ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს);

გ) გარიგების ფორმა (წერილობითი თუ ზეპირი გარიგება);

დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვ.);

ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა;

ზ) გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

თ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.

6. იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც არ არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტები (მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირები), აღირიცხება წარმოდგენილი (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული) ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ევალება დამატებით მოსთხოვოს კლიენტს გარიგების მეორე მხარის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა.

    მუხლი 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).

2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით). ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭდითაც.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.

5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ შიდა ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

    მუხლი 10. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 და ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციების) შესახებ, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

2. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას) – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ _ შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

5. ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6 და გრიფი „კონფიდენციალური“.

6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ის თანამშრომელი, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ შიდა ინსტრუქციით.

8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.

9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.

10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს).

11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი ინფორმაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

13. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც შიდა ინსტრუქციით უფლება აქვს ფლობდეს ასეთ ინფორმაციას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 მაისის ბრძანება №5 - სსმ III, №62,01.06.2010წ., მუხ.917

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 11. სამსახურის მონაცემთა ბაზაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისი ფილიალების, წარმომადგენლობების) შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული აღიცხვის ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 12. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №6 - სსმ III, №146, 27.11.2009წ., მუხ.1708

დანართი №3

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიკროსაფინინანსო ორგანიზაციის სააღრიცხვო კოდი(1):

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე:  პირველადი შეცვლილი

 

 

 

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სრული დასახელება:

2. ფილიალების რაოდენობა(2):

3. იურიდიული მისამართი:

4. ფაქტობრივი მისამართი: 

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის ნომერი:

 

  გაცემის თარიღი:

 

 

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.

 

 

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისიმგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალშიც (ფილიალებშიც), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისთვის ცალ-ცალკე).

 

 

კრებსითი — სრული ვერსია