,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
287
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-04
სარეგისტრაციო კოდი
110.060.020.22.027.012.452
,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.020.22.027.012.452

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №287

2008 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანების (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1627) დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია