,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1042
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.447
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.447

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1042

2008 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში (სსმ III, 04.06.2008 წ., №80, მუხ. 864) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) შევიდეს ცვლილება წესდების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“;

ბ) შევიდეს ცვლილება წესდების 39-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე.“;

გ) წესდების 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

,,3. ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები რეგულირდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“;

დ) შევიდეს ცვლილება წესდების 51-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები (ასეთის/ასეთების არსებობის შემთხვევაში), უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

კრებსითი — სრული ვერსია