"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-20
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.15.008.012.384
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.012.384

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №51/2008

2008 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტ­რა­ცი­ული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოსაცდელისათვის გადასაცემი ყველა დოკუმენტაცია დამოწმდება ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით“.

    მუხლი 2

 საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და მას დაესმება ცესკოს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით“.

    მუხლი 3

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი   გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია