,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-01
სარეგისტრაციო კოდი
110.070.000.10.003.000.611
,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2006 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 ,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“       საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარი­ფე­­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., მუხლი 273) დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსა­ხურების ტარიფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. ტარიფების 4.2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4.2.1.

გვამის გამოკვლევა

1 გვამი

150

      

2. ტარიფების 4.2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4.2.3.

ექსჰუმირებული გვამის

გამოკვლევა

 

1 გვამი

 

200

 

3. ტარიფებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6.1.5. და 6.1.6. პუნქტები:

 

6.1.5.

გვამის შემურვა

1 გვამი

30

6.1.6.

პასუხი მარტივ თეორიულ

შეკითხვაზე

პასუხი რთულ თეორიულ

შეკითხვაზე

 

1 შეკითხვა

 

1 შეკითხვა

 

15

 

30

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია