„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
957
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.366
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.366

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №957

2008 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის  №127 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 23-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,12. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საო-მარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის /დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია