სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.318
საქართველოს ენერგეტიკის
მინისტრის ბრძანება №92
2008 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2008 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ აშენებული ელექტროსადგურების დერეგულირების შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ ქვეპუნქტისა და 493 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური გამოცხადდეს დერეგულირებულად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური