,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №611 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
714
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-28
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.023.012.313
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №611 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.012.313

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №714

2008 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №611 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №611 ბრძანებით (სსმ III, 01.09.2008წ., №127, მუხ. 1387) დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ღვალაძე

კრებსითი — სრული ვერსია