,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.011
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2008 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ც“ ქვეპუნქტი:

„ც) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიების გაცემა და კვოტების დამტკიცება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი – დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; სალიცენზიო მოწმობების გაცემა; ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა; გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრა-ციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია