საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №238 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
238
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.276
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №238 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.276

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №238

2008 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების მე-2 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის, ქუთაისის, ზესტაფონის, ახალციხის, გორის, თელავის, ზუგდიდისა და ოზურგეთის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გასცემენ აგრეთვე საინფორმაციო ბარათებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია