სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.237
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №43/2008
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის� 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №610 განკარგულების საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა):
| შრომის ანაზღაურება | 1 050 227 ლარი; |
| სხვა საქონელი და მომსახურება | 466 428 ლარი; |
| სხვა ხარჯები | 43 250 ლარი; |
| სულ | 1 559 905 ლარი. |
|
|
|
��� მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე �� ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი� გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ცენრტალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №47/2008-სსმIII, №153, 20.10.2008წ., მუხ.1514