"აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
223
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
070.010.060.22.027.012.227
"აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.060.22.027.012.227

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №223

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისათვის დადგინდეს შემდეგი სახეობის აღსრულების ხარჯები:

ა) ყადაღის რეგისტრაციისა და ნივთის შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ნივთის შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საჯაროდ გამოცხადების ხარჯები;

დ) კარების ან საცავის გასახსნელად მოწვეული პირისათვის ასანაზღაურებელი ხარჯები;

ე) საბანკო მომსახურებისა და კონვერტაციის ხარჯები;

ვ) საფოსტო ხარჯები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 ნოემბრის №100 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 14.07.2011 წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია