„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
209/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-22
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.187
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.187

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №209/ნ

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №76/ნ ბრძანებით (სსმ III, 27.03.2008 წ., №46 მუხ. 520) დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სა­ხელ­მწიფო პროგრამაში“ შეტანილი  იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები: 

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამ­თავ­რებელი (დამატებითი) სარემონტო სამუშაოები.“.

3. მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების ინვენ­ტარით აღჭურვა.“.

4. მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სარემონტო სამუშაოები;“.

5. მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) სამუშაოების ექსპერტიზა;

ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.“. 

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

 

 

 

კომპონენტები და ღონისძიებები

რაოდენობა

ერთეულის ღირებულება

ღირებულება სულ ლარებში

  I

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი   

 

 

 

 

 

 

ა

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა  

 

 

 

 

 

773 126.76

ბ

შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის“ სახურავის რემონტი

 

 

 

 

49 800.0

 

გ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა

 

 

 

 

80 696.89

 

დ

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის ელექტრომომარაგება    

 

 

 

 

143 406.0

 

ე

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოები   

 

 

 

 

1 000 000.0

 

ვ

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი (დამატებითი) სარემონტო სამუშაოები   

 

 

 

 

543 880.0

 

 

ქვეჯამი

 

 

2 590 909.65

II

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი:   

 

 

 

 

ა

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა           

 

 

 

 

 

1 300 000.0

ბ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების საინფორმაციო სისტემის მოწყობა

 

 

 

 

 

700 000.0

გ

სამინისტროს სისტემის შენობის სერვის ოთახის კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა 

 

 

600 000.0

 

დ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების სერვის-ოთახის გენერატორის მიწოდება და მონტაჟი     

 

 

120 000.0

 

ე

სამინისტროს სისტემის დაწესებულების გენერატორის მიწოდება და  მონტაჟი

 

 

 

500 000.0

ვ

მაღალი გამავლობის („უაზის“ ტიპის) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვა

 

 

4 037 800.0

 

ზ

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციისთვის გლიკოჰემოგლობინის განმსაზღვრელი აპარატის შეძენა

 

 

48 793.65

 

თ

სამინისტროს სისტემის დაწესებულების ინვენტარით აღჭურვა

 

 

1 500 000.0

 

ქვეჯამი

 

 

8 806 593.65

III

წინა წლის ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

 

 

 

 

ა

სამინისტროს სისტემის შენობის რეაბილიტაცია

 

 

2 672 112.24

ბ

სამინისტროს სისტემის შენობის აღჭურვა – ლიფტებით უზრუნველყოფა  

 

 

149 522.96

 

გ

სამინისტროს სისტემის შენობის ლიფტების განბაჟების ხარჯები 

 

 

213 269.04

 

დ

შპს აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სარემონტო სამუშაოები            

 

 

89 295.0

 

ე

დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის დამამათავრებელი სარემონტო სამუშაოები      

 

 

219 530.35

 

ვ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა დეფიბრილატორებით        

 

 

 

 

8 344.0

 

 

ქვეჯამი

 

 

3 352 073.59

                                                                                                                                                             “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია