,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-05
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.012.150
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.150

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №213

2008 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხლი 453) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;“;

ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) განახორციელოს პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გვარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია