,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-24
სარეგისტრაციო კოდი
450.090.000.10.003.000.869
,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არა­პრო­ფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესე­ბუ­ლე­ბების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლის­გარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწე­სებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებას დაემა­ტოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. აფხაზეთის მთავრობას მიეცეს უფლება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგან­მა­ნათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ,,აფხაზეთის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის 2007 წლის რესპუბლიკური ბიუ­ჯე­ტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანო­ნით მათთვის გათვალისწი­ნებულ ასიგნებათა ფარგლებში გააგრძელოს 2007 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან ზემოაღ­ნიშნული დაწესებულებების დაფინანსება უზრუნველყონ შესაბამისმა ადგილობრივი თვითმმართველო­ბის ერთეულებმა (დანართის მიხედვით).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №211-სსმIII,№156,

28.10.2008წ.,მუხ.1548

                                                                                                                    დანართი

მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სახელოვნებო და სასპორტო სკოლების შესახებ

 

№

დასახელება

საშტატო

ერთეული

კონტინგენტი

ადგილმდებარეობა

1.

აფხაზეთის №1 სამუსიკო სკოლა

14

175

ქ. თბილისი

2.

აფხაზეთის №2 სამუსიკო სკოლა

25

157

ქ. თბილისი

3.

აფხაზეთის №1 სამხატვრო სკოლა

13

85

ქ. თბილისი

4.

აფხაზეთის №1 კომპლექსური

სასპორ­ტო სკოლა

23

416

ქ. თბილისი.”.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №211-სსმIII,№156,

28.10.2008წ.,მუხ.1548

 

კრებსითი — სრული ვერსია